skip to content
ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე სიფრთხილეს იჩენს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ განუცხადებია თანხმობა აფხაზეთის გავლით საქართველო–რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის თაობაზე.


მისი თქმით, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით ჯერ “პოლიტიკური გადაწყვეტილება“ მიღებული არ არის და თბილისი მხოლოდ იმ მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას, რომლის მიზანიც რკინიგზის სარეაბილიტაციო კომპონენტების შეფასებაა.


ქართული, აფხაზური და რუსული მხარეები 19 ივლისს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ ერთობლივი 41–წევრიანი ესპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც შეაფასებს რკინიგზაზე არსებულ მდგომარეობას. 14 ქართველი ექსპერტი თავის რუს და აფხაზ კოლეგებთან ერთად ამ მიზნით მუშაობას 9 აგვისტოდან დაიწყებს და საბოლოო დასკვნას 1 ოქტომბრისთვის დადებს.


20 ივლისს გაზეთ “რეზონანსთან“ ინტერვიუში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ  ქართულ მხარეს აქვს რამოდენიმე პოლიტიკური წინადადება, რომელსაც თბილისი რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ წამოაყენებს. თუმცა ალასანიამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩათვალა მათი დასახელება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button