skip to content
ახალი ამბები

მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ჩქარობს

7 ივლისს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მოწვეულ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პარლამენტარები საარჩევნო კოდექსში განიხილავენ.  


ცვლილებების შეტანა ამ კანონებში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტმა 1 ივლისს მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალი წესი.


დედაქალაქის–თბილისის შესახებ კანონის მიხედვით, თბილისის საკრებულოს 25 წევრი მაჟორიტარულ საწყისებზე, “მოგებულს ყველაფერი რჩება” პრინციპით ირჩევა, ხოლო 12 წევრს პროპორციული წესით აკომპლექტებენ 4%–იან ბარიერგადალახული პარტიები. 37–წევრიანი საკრებულო კი თავისი შემადგენლობიდან ხმების 2/3–ით ირჩევს თბილისის მერს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, 4 წლით.


ეს ახალი წესი უნდა აისახოს საარჩევნო კოდექსში და თვითმმართველობის შესახებ კანონში.


თავდაპირველად პარლამენტი ამ ცვლილებების განხილვას საშემოდგომო სესიაზე აპირებდა, თუმცა მმართველმა პარტიამ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაჟინებით მოითხოვა ცვლილებების ამ ეტაპზე მიღება. შედეგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვია, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.


“დიახ, თავდაპირველად ჩვენ შევთანხმდით გადაგვედო განხილვა და ეს ცვლილებები შემოდგომაზე მიგვეღო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები არ არიან მზად კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ვიფიქრეთ, რომ აზრი არ ჰქონდა გადადებას“, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button