ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ბერეზოვსკი საქართველოს სტუმრობდა

რუსული საინფორმაციო სააგენტოს “რია ნოვოსტის“ 27 ივნისის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 20 დღის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდა რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი, რომელიც თავის მეგობარს “ბიზნესმენთა ფედერაციის“ პრეზიდენტს ბადრი პატარკაციშვილს დაბა ურეკში სტუმრობდა.


ბორის ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტის თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში.


ბერეზოვსკი, რომელიც ფინანსური მაქინაციების ბრალდებების გამო რუსეთის ხელისუფლების მიერ იძებნება,  თბილისში ბოლოს 2 აპრილს იმყოფებოდა. იგი 2000 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button