skip to content
ახალი ამბები

ქართველი და ოსი სამართალდამცავები გაუჩინარებულ ქართველებს ეძებენ

ოთხი ქართველის ძებნა, რომლებიც 6 ივნისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გაუჩინარდნენ, 14 ივნისს განახლდა.


ანალოგიური ძებნა, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა 13 ივნისს შერეულ სამშვიდობო ძალებთან და თავიანთ ოს კოლეგებთან ერთად განახორციელეს, უშედეგოდ დასრულდა.


სამძებრო ოპერაციები 14 ივნისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ხორციელდება. ქართველი სამართალდამცავები ოპერაციაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button