ახალი ამბები

ჩრდილოეთ ოსეთის ახალ ლიდერს სამხრეთ ოსეთთან “გაერთიანება“ სურს

ჩრდილოეთ ოსეთის ახლადდანიშნულმა ლიდერმა თეიმურაზ მამსუროვმა რუსულ გაზეთს “ნოვაია გაზეტას” განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთს უნდა უნდა შეუერთდეს.


სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკაზე კომენტირებისას მამსუროვმა განაცხადა, “ვფიქრობ, მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს, ოსეთი – გაყოფილი ერია, ჩვენ ერთი ქვეყნის [საბჭოთა კავშირის] შიგნით გაგვყვეს. ამიტომ, არც შეიძლება იყოს სხვა ვარიანტი, გარდა გაერთიანებისა“.


ამჟამად, ჩრდილოეთ ოსეთს დაახლოებით 500 სამშვიდობო ჰყავს შერეულ სამშვიდობო ძალებში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაშია განთავსებული.


ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვი ცნობილი იყო თავისი ზომიერი განცხადებებით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მიმართ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთის მაღალი რანგის წარმომადგენელი საჯარო განცხადებას აკეთებს სამხრეთ ოსეთთან გაერთიანების თაობაზე.


მამსუროვმა “ნოვაია გაზეტას“ განუცხადა, რომ მან დანიშვნის წინ “მთელი დრო“ სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან გაატარა, რომელიც ამჟამად ვლადიკავკაზში იმყოფება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button