ახალი ამბები

სხეფერი საქართველოს მიერ IPAP-ის განხორციელებაში პროგრესს აღნიშნავს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოფ სხეფერმა განაცხადა, რომ საქართველომ “დიდ პროგრესს“ მიაღწია ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) განხორციელებაში, თუმცა დასძინა, რომ “კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“.


ნატოს გენერალურმა მდივანმა 18 მაისს ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვის და სახელმწიფო მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო “ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნამდვილ ამბიციას“ იჩენს.

“ძალიან სასიამოვნო ფაქტია, როცა სამი ქართველი მინისტრი მოდის ნატოს შტაბბინაში, რათა განვიხილოთ საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულება“, განაცხადა სხეფერმა. 


მისი თქმით, “ჩვენ დავინახეთ, რომ დიდი წინსვლაა IPAP-ის ფარგლებში … განხორციელების პროცესი არ არის ყოველთვის ადვილი. პროგრესი სახეზეა; თუმცა ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია რეგულარული განხილვების გამართვა ჩვენს ქართველ მეგობრებთან“, დასძინა მან. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button