skip to content
ახალი ამბები

ბაღაფშმა უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება გადადგომაზე არ დააკმაყოფილა

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ 10 მაისს გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. მან ამის მოტივად საგარეო პოლიტიკის საკითხებსა და მთავრობაში ახალ დანიშვნებთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა.  


თუმცა, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. ბაღაფშის თქმით, მას კარგად ესმის ლაკობას შეშფოთება რეგიონის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პრობლემები აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური კრიზისის შედეგია, იტყობინება “აფსნიპრესი“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button