ახალი ამბები

პარლამენტი მზადაა მიიღოს კანონი უცხოური ჯარების განლაგების აკრძალვის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 22 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს უცხოური ჯარების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, “მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო ბაზები დატოვებენ საქართველოს“.


“უცხოური სამხედრო ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგება ან  არშემოშვება საქართველოს საშინაო საქმეა. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის რუსეთის შეშფოთება სამხრეთის საზღვრებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ჩვენ, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა მიიღოს კანონი უცხოური სამხედრო ბაზების განლაგების აკრძალვის თაობაზე, თუმცა ამის წინაპირობა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა უნდა იყოს. როცა რუსული ბაზები დატოვებენ საქართველოს, ჩვენ მზად ვიქნებით დავიწყოთ უცხოური ბაზების განლაგების აკრძალვის შესახებ კანონის განხილვა“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან სერგეი მირონოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


თბილისი უარს აცხადებს შეიტანოს რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაში დებულება, რომელიც კრძალავს მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button