skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი ევროკავშირს აკრიტიკებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითმა ევროკავშირი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულების განზრახვის გამო გააკრიტიკა.


საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმ”–ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ძიცოითმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის განზრახვაზე უფრო აქტიური როლი ითამაშოს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2.5 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე.


“საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა ერთ მილიარდ ევროზე მეტი ჩადო ამიერკავკასიაში,  ამ თანხის 70% საქართველოზე მოდის. სამხრეთ ოსეთში მათ მხოლოდ  ჯავის სკოლის და ცხინვალის სადგურის რეკონსტრუქცია განახორციელეს. მათ ასევე ააშენეს, რასაც ჩვენ “საქათმეებს“ ვეძახით – სახლები, სადაც ცხოვრება შეუძლებელია. სხვა რა გაუკეთეს სამხრეთ ოსეთის მხარეს?“ დასძინა მან.


“ამავე დროს, მათ შთამბეჭდავი თანხები ჩადეს კადრების გადამზადებასა და სხვადასხვა კონფერენციების ორგანიზებაში. რა თქმა უნდა, საერთაშორისო შუამავლებს პოლიტიკური კომპრომისები სჭირდებათ ფულის სანაცვლოდ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის გაყიდვა რომ გვდომოდა, ევროკავშირის გარეშეც გავაკეთებდით ამას.  მაგრამ, სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი ვაჭრობისა და განხილვის საგანი არ არის. ამგვარად, ევროკავშირის საქმიანობა ჰუმანიტარული ხასიათის უნდა იყოს, და არც ერთმა ორგანიზაციამ, მათ შორის ევროკავშირმა, არ უნდა იქონიოს პრეტენზია პოლიტიკური საკითხების მოგვარებაზე“, განაცხადა იური ძიცოითმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button