წალკაში ორდღიანი დაძაბულობა განიმუხტა
შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის წალკაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და “არანაირ ეთნიკურ დაპირიპირებას ადგილი არ აქვს“.
წალკის რაიონში ადგილობრივ ქართველ, სომეხ და ბერძენ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად 17 მარტს ვითარება დაიძაბა, რის გამოც მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.
დაპირისპირების მიზეზი 17 მარტს სოფელ ავრალოში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმა გახდა, როცა რამდენიმე შეიაღარებული პირი ბერძენი ეროვნების ცოლ-ქმარს თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულთა განცხადებით, თავდამსხმელები წალკაში მცხოვრები აჭარლები იყვნენ.
მეორე დღეს ბერძნულ– სომხური ჯგუფი საპასუხოდ თავს დაესხა აჭარლებს და ფიზიკურად გაუსწორდა.
ბოლოს მსგავსი ინციდენტი წალკაში, სადაც ქართველი, სომეხი, ბერძენი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები ცხოვრობენ, გასული წლის 9 მაისს მოხდა.
This post is also available in: English (ინგლისური)