ახალი ამბები

ირაკლი ბათიაშვილი პრივატიზაციის პროცესს აკრიტიკებს

ახლადშექმნილი ოპოზიციური მოძრაობის “წინ საქართველო”-ს ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა 31 იანვარს საქართველოს მთავრობა საპრივატიზაციო პროცესში ქვეყნის ეროვნული ინტერესების იგნორირებაში დაადანაშაულა.


კერძოდ, მისი განცხადებით, რუსული კომპანია EvrAzHolding, რომელმაც “ჭიათურმანგანუმი“ შეისყიდა, “შესაძლოა აფხაზეთის ახლანდელ ხელისუფლებას აფინანსებდეს“.


მისი თქმით, აფხაზი ეროვნების ოთარ არშბა, რომელიც რუსეთის პარლამენტის წევრია, EvrAzHolding-ის წამყვან ფიგურას წარმოადგენს. “ეს პიროვნება [სერგეი] ბაღაფშის [აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი] ძალიან ახლო მოკავშირეა“, განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.


EvrAzHolding-ის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ოთარ არშბას კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, სანამ 2003 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩევდნენ. ამჟამად, იგი EvrAzHolding-ის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეობს. 1994 წლამდე ოთარ არშბა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში მუშაობდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button