
ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი მოსკოვში გაემგზავრა
საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა 29 დეკემბერს მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
როგორც “რეგნუმს” აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აცნობა, მოსკოვში გამართული შეხვედრები აფხაზეთში ეკონომიკური საკითხების მოგვარებას შეეხება.
ნოდარ ხაშბას ბოლო ვიზიტი მოსკოვში 16 დეკემბერს შედგა.