skip to content
ახალი ამბები

სოხუმი პუტინს მადლობას უხდის

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 23 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ამ უკანასკნელმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაცია კოსოვოში არსებულ ვითარებას შეადარა.


“პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ხელმძღვანელობა სერიოზულად მოეკიდა აფხაზეთის პრობლემას… პროცესები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, ჩვენ გვეხმარება და ამისათვის რუსეთის პრეზიდენტს უნდა ვუმადლოდეთ, რომელსაც ასე კარგად ესმის ის პრობლემები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. რუსეთის პრეზიდენტს არასდროს უსაუბრია აფხაზეთის რუსეთში შესვლის საჭიროების შესახებ. დღის წესრიგში მხოლოდ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს  განვითარებაა. ამგვარი მიდგომა პირველად გაჟღერდა სერიოზული ხელმძღვანელობის მხრიდან“, განაცხადა ნოდარ ხაშბამ სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის მიერ 23 დეკემბერს მოსკოვში გაკეთებული განცხადება.


“რატომ უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს ვერ ვამჩნევთ, თუ რა ხდება მსოფლიოში და ევროპაში? იუგოსლავია დაიშალა და მთელმა მსოფლიომ აღიარა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ყველა ამბობდა: კოსოვო არასოდეს იქნება დამოუკიდებელი და კვლავაც დარჩება იუგოსლავიის ნაწილი. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? კოსოვო განცალკევდა და ყველა ისე იქცევა, თითქოს ამას ვერ ამჩნევს და არაფერი სმენია ამის შესახებ“, განაცხადა პუტინმა.

Back to top button