ახალი ამბები

ლავროვი: ჩვენმა მეზობლებმა პატივი უნდა სცენ რუსეთის ინტერესებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთს არ გააჩნია მონოპოლიური ინტერესები  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიმართ; თუმცა დასძინა, რომ მეზობელმა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ რუსეთის ინტერესებს.


“ივლისში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა [ვლადიმერ პუტინმა] ნათლად აღნიშნა, რომ რუსეთი არ განიხილავს დსთ-ს როგორც სივრცეს, სადაც რუსეთს მონოპოლია გააჩნია. მაგრამ, ჩვენი ინტერესები გვაქვს ამ რეგიონში, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკის და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით“, აცხადებს “ინტერფაქსი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


“ჩვენმა მეზობლებმა პატივი უნდა სცენ ჩვენ ინტერესებს, ისევე როგორც ჩვენ ვცემთ პატივს მათ ინტერესებს“, დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button