ახალი ამბები

რუსეთის პროკურორის მოადგილე აფხაზეთს ახალი არჩევნების ჩატარებას სთავაზობს

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი სოხუმში გამართულ ბრიფინგზე 2005 წლის იანვარში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, მისი თქმით, არჩევნებამდე ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებაა საჭირო.


პროკურორის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთმა უნდა “მოახსენოს“ რუსეთს იმ “სირთულეების დაძლევის“ თაობაზე, რამაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მოძრაობაზე შეზღუდვები გამოიწვია. ამასთან ამ “მოხსენებას” თან უნდა ერთვოდეს თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, მთავრობის ხელმძღვანელებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების ხელმოწერები.


რუსეთმა აფხაზეთთან სატრანსპორტო შეზღუდვები დააწესა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ამას წინ უძღვოდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის გენადი ბუკაევის განცხადება, რომელმაც სერგეი ბაღაფშის “კრიმინალური კლანის“ ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლა ამ შეზღუდვების მთავარ მიზეზად დაასახელა.     


ვლადიმერ კოლესნიკოვი ვლადისლავ არძინბას მიწვევით კვლავაც აფხაზეთში იმყოფება. როცა მას ჰკითხეს, ვისი სახელით აკეთებს სოხუმში ამგვარ განცხადებებს, უპასუხა, რომ იგი საუბრობს “როგორც მისი [რუსი] ხალხის შვილი“.


დამკვირვებელთა ვარაუდით, კოლესნიკოვის განცხადება წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის ულტიმატუმს ბაღაფშის მიმართ, რათა მან უარი თქვას 6 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button