ახალი ამბები

რუსეთი უარყოფს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ქართული მხარის ინფორმაცია, რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენის მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე 13 ნოემბერს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.


“რუსეთის ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებს 12-13 ნოემბერს აღნიშნული მიმართულებით ფრენა საერთოდ არ განუხორციელებიათ”, აცხადებს “რია ნოვოსტი” რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის ალექსანდრე დრობიშევსკის სიტყვებზე დაყრდნობით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button