ახალი ამბები

აფხაზურმა ოპოზიციამ მთავრობის სახლი დაიკავა








რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები 12 ნოემბერს
მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ სოხუმში.
НТВ-ს ფოტო

რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერებმა სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების რამოდენიმე რეზიდენცია დაიკავეს, მათ შორის მთავრობის სახლი, პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
 
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის RTR-ის ცნობით, სოხუმში სროლების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც დაცვა ოპოზიციის მთავრობის შენობაში შესვლას შეეწინააღმდეგა. RTR-ის ცნობით, ბაღაფშის რამდენიმე მომხრე დაიჭრა.
 
“რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ და პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ შენობა ოპოზიციის მოახლოებისთანავე დატოვეს.
 
ნოდარ ხაშბამ “ინტერფაქს“-თან საუბრისას შექმნილ სიტუაციას “მასობრივი არეულობა“ უწოდა.
 
საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, ადგილობრივი მილიცია მიმდინარე მოვლენებში არ ჩარეულა. ოპოზიციის მხარდამჭერები სკანდირებენ “ბაღაფში – პრეზიდენტი“. 
 
გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმში სიტუაცია ქაოსურია, თუმცა შეტაკებებს ადგილი არ აქვს.
 
“იტარ-ტასის“ ცნობით, დღესვე რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
 
დღესვე დილით, სოხუმში ერთდროულად პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის რაულ ხაჯიმბას და სერგეი ბაღაფშის მომხრეთა ორი მიტინგი გაიმართა.
 
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რაულ ხაჯიმბას დაახლეობით 700 მომხრე შეიკრიბა, თავისუფლების მოედანზე კი – ბაღაფშის 3 ათასამდე მხარდამჭერი.
 
11 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ აფხაზი ხალხი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შესახებ გააფრთხილა და განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button