skip to content
ახალი ამბები

სომხეთი რუსეთს საქართველოსთან საზღვრის გახსნას სთხოვს

რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთის ჩაკეტვა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკაზე უარყოფილად აისახა. საზღვარი ბესლანში მომხდარი ტრადედიის შემდეგ რუსეთმა ანტიტერორისტული მოტივით ჩაკეტა და დღემდე ჩაკეტილი რჩება.


გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის ორივე მხარეს გრძელი საავტომობილო კოლონები უკვე სამი კვირის განმავლობაში ელოდებიან საზღვრის გახსნას.


“რუსეთს სრული უფლება აქვს ტერორიზმის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას, თუმცა ზარალი, რომელიც სომხეთსა და საქართველოს ტვირთების გაჩერებით ადგება, უკვე დიდ მასშტაბებს აღწევს”, სომხეთის პრემიერ-მინიტრის ანდრანიკ მარგანიანის ამ განცხადებას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.


საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ცნობით, საზღვრის ჩაკეტვის შედეგას ბიუჯეტმა 4 მილიონზე მეტი ზარალი განიცადა, თუმცა მსხვილმა იმპორტიორებმა შეძლეს ალტერნატიული – საზღვაო გზით განეგრძოთ ტვირთების შემოტანა რუსეთიდან.


რუსეთმა საზღვარი აზერბაიჯანთანაც ჩაკეტა.

Back to top button