skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ტარდება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 29-30 სექტემბერს რუსეთის სამშვიდობო ძალები გეგმიურ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ ავრცელებს.


წვრთნების დროს ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტერორისტული და დივერსიული აქტების მოწყობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრისგან თავდაცვაზე. 


სამხედრო წვრთნები განსაზღვრულია სამშვიდობო ძალების მანდატით. რუსეთის სამშვიდობო ძალებს სამხედრო წვრთნებში გენერალ-მაიორი იური ნაუმოვი უხელმძღვანელებს. 


სამხედრო წვრთები აფხაზეთის ტერიტორიაზე აგვისტოს თვეშიც ჩატარდა.

Back to top button