skip to content
ახალი ამბები

ევრობანკმა საქართველოსთვის ახალი სტრატეგია შეიმუშავა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)საქართველოსთვის ახალი სტრატეგია შეიმუშავა.


ბანკის მიერ 27 სექტემბერს გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ევრობანკი კვლავაც განაგრძობს დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომლის მიზანიც ქვეყანაში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა.


ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ინფრასტრუქტურის განვითარებას და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას ექცევა.


რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დახმარებას აღმოუჩენს არსებულ და ახლადშექმნილ პარტნიორ ბანკებს.


ევრობანკი საქართველოში 35-მდე საინვესტიციო პროექტს ახორციელებს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აგრობიზნესის, მრეწველობისა და საბანკო სექტორებში. ამ პროექტების საერთო ღირებულება 240 მილიონ ევროს შეადგენს.      

Back to top button