
ახალი ამბები
ტექბიუროებს სახელმწიფო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეცვლის
იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები გაუქმდება და მათი ფუნქციები სახელმწიფო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა.
მინისტრის განცხადებით, ტექბიუროები კორუფციის წყაროს წარმოადგენდა და ამ ბიუროკრატიული უწყებების არსებობის გამო საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა რიგით საკითხებზე ცნობის მისაღებად რამდენიმე უწყებაში უწევდათ სიარული.
პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს ამა თუ იმ ცნობის მიღება იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ერთ უწყებაში – სახელმწიფო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეეძლება.