ახალი ამბები

სააკაშვილმა და პუტინმა ასტანაში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა 16 სექტემბერს ასტანაში, დსთ-ის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრა წინასწარ არ იყო დაგეგმილი.


თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა საკითხები იქნა განხილული ამ შეხვედრაზე. სავარაუდოდ, განხილული საკითხები პრეზიდენტ სააკაშვილის თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.


შეხვედრამდე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა დსთ-ის წევრი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ ბრიფინგში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ცალკეულ საკითხებზე პუტინსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.  



 

მსგავსი/Related

Back to top button