ახალი ამბები

კოკოითი: ჩემი მიზანი ერთიან ოსეთში ცხოვრებაა

მოსკოვში მყოფი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ფარგლებში სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთს უნდა შეუერთდეს და გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტად ალექსანდრე ძასოხოვი იქნეს არჩეული.
 
“ჩემი თვითმიზანი არ არის ლიდერობა, ჩემი მიზანია ერთიანი ოსეთი“, განაცხადა რადიოსადგურ “ეხო მოსკვი“-ს ეთერში ედუარდ კოკოითმა.
 
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან არა როგორც მისი შემადგენელი ნაწილი, არამედ დამოუკიდებელი სუბიექტი.
 
“საქართველოსთან გაერთიანებაზე საუბარიც კი არ არის“, დასძინა კოკოითმა.


ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაერთხელ მიმართა რუსეთს ფედერაციაში გაერთიანების მოთხოვნით.
 

მსგავსი/Related

Back to top button