skip to content
ახალი ამბები

ნატომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ნატოს გენერალური მდივნის იააპ დე ჰუფ სხეფერის მიერ 15 სექტემებრს გაკეთებული განცხადების თანახმად, რობერტ სიმონსი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.


ნატოს ოფიციალურ პრეს-რელიზში ნათქვამია, “როგორც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი“  კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რობერტ სიმონსი პასუხიმსგებელი იქნება მაღალი დონის სამუშაო კონტაქტების დამყარებაზე რეგიონალურ ლიდერებთან ნატოს პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით. იგი  რჩევებს მისცემს ასევე ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის წევრ ქვეყნებს ამ პროგრამასთან დაკავშირებით.


ამჟამად, რობერტ სიმონსს პოლიტიკურ საკითხებში და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა უკავია. ამ თანამდებობას იგი კვლავაც შეინარჩუნებს. ნატოში მუშაობის დაწყებამდე, რობერტ სიმონსს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა.


ივნისში სტამბოლში გამართული სამიტის დროს, ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ განსაკუთრებული ყურადღება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობას მიექცეს.

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ ორ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. გენერალურ მდივანს სწამს, რომ პირადად რობერტ სიმონსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმეში.    


 

მსგავსი/Related

Back to top button