skip to content
ახალი ამბები

ბარამიძე ცხინვალის რეგიონს ეწვია

თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე 14 სექტემბერს ცხინვალის რეგიონს ეწვია და რუსული სამშვიდობო ძალების ახალ სარდალს მურატ კულახმეტოვს შეხვდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე გენერალი სვიატოსლავ ნაბზდოროვი გასულ კვირას შეცვალა.
 
შეხვედრის დროს განიხილებოდა ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება და შერეულ სამშვიდობო ძალებში მომავალში თანამშრომლობის საკითხები.
 
თავდაცვის მინისტრმა სოფელ თამარაშენში განლაგებული ქართველი სამშვიოდობოებიც მოინახულა.

მსგავსი/Related

Back to top button