ახალი ამბები

სააკაშვილი დსთ-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაემგზავრა, სადაც იგი 16 სექტემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრლობის (დსთ) სამიტში მიიღებს მონაწილეობას.


ჯერ-ჯერობით უცნობია, გამართავს თუ არა იგი მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.


ქართული მედიის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, რომელიც ასევე იმყოფება ასტანაში, 15 სექტემბერს უკვე შეხვდა თავის რუს კოლეგას მიხეილ ფრადკოვს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.   

მსგავსი/Related

Back to top button