ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრი “ქართლი-2-ის“ აფეთქებას დივერსიულ აქტს უწოდებს

მაღალი ძაბვის ელექტორგადამცემ ხაზზე “ქართლი 2“-ზე 14 სექტემბერს დილით მომხდარ აფეთქებას სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა დივერსიული აქტი უწოდა.
 
სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ხაზი ქარელის რაიონის მახლობლად დაუდგენელმა პირებმა ააფეთქეს, რის შედეგად სერიოზულად დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემა. თუმცა ამას ენეროსისტემის მთლიანი გათიშვა არ მოჰყოლია.
 
ამჟამად გადამცემ ხაზზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button