ახალი ამბები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: პანკისი “აღარ არის ტერორისტების თავშესაფარი”

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რიჩარდ ბაუჩერი 13 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს, რომ პანკისის ხეობა “აღარ არის ტერორისტების თავშესაფარი”.


აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ “პანკისის ხეობას რამოდენიმე საერთაშორისო ტერორისტი კვლავ აფარებს თავს”.


ბაუჩერის განცხადებით, 13 სექტემბერს შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის რიჩარდ არმიტიჯისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც განიხილებოდა ანტიტერორისტული თანამშორმლობის საკითხები აშშ-სა და საქართველოს შორის. 


“აშშ ადასტურებს მზადრყოფნას ითანამშრომლოს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებთან რეგიონში ტერორიზმის დამარცხების მიზნით. აშშ ამაყია იმით, რომ მიუძღვის წვლილი “წრთვნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელებაში. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ასევე გავიღეთ 47 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვისათვის, რათა ხელი შეგვეწყო საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ამ ღონისძიებების შედეგად, პანკისის ხეობა აღარ წარმოადგენს ტერორისტების თავშესაფარს”, განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა.



 

მსგავსი/Related

Back to top button