
ახალი ამბები
საქართველო სავიზო რეჟიმს ამარტივებს და ტარიფებს ამცირებს
9 სექტემბრიდან საქართველოში შემოსვლის მსურველები ვიზებს გამარტივებული წესით, აეროპორტებში აიღებენ.
9 სექტემბრიდან ასევე ძალაში შედის “საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს ვიზების გაცემას შემცირებული ტარიფებით. კერძოდ: ერთთვიანი ვიზა 10 აშშ დოლარი, სამთვიანი – 30, ხოლო ერთწლიანი – 100 აშშ დოლარი ეღირება.
დღემდე, გამარტივებული სავიზო რეჯიმი საქართველოს ჰქონდა თურქეთთან, რაც ვიზების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში აღების შესაძლებლობას გულისხმობს.
ასევე 2004 წლის ივლისიდან საქართველოს მიერ ცალმხრივად გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს რუსეთის ფედერაციასთანაც.