
ახალი ამბები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცხინვალის მოვლენებს ბესლანს უკავშირებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ “გოლოს როსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბესლანის ტრაგედია და სამხრეთ ოსეთის კრიზისი შესაძლოა ურთიერთკავშირში იყოს.
“იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეს მოვლენები ურთიერთკავშირშია და ერთსა და იმავე ცენტრში დაიგეგმა არ არსებობს“, განაცხადა ლავროვმა.
„თუმცა შედეგები იმ კრიზისისა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთში გამოიწვია და მძევალთა აყვანის ფაქტი ჩრდილოეთ ოსეთში – რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე წყნარ რესპუბლიკაში – გვაფიქრებინებს და პოლიტიკოსებმაც არ უნდა გამორიცხონ ის ვარაუდი, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა“, აქვე დასძენს ლავროვი.