ახალი ამბები

აჭარის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს და მის ნათესავებს ქონება ჩამოართვეს

6 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და მისი შვილების – გიორგისა და დიანა აბაშიძეების, ასევე მისი 25 ნათესავისთვის კუთვნილი ქონების სრულად ჩამორთმევის და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.


ჩამორთმეული ქონება 100 მილიონი ლარის ექვივალენტია და მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, შენობა-ნაგებობებს, მიწის ფართობებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, ავტომანქანებსა და საბანკო ანგარიშებს.


ასლან აბაშიძის ნათესავების 30-კაციანი სიიდან, რომელთაც აჭარის პროკურატურა ქონებას ედავებოდა, მხოლოდ ორმა შეინარჩუნა საკუთრების უფლება.


ასლან აბაშიძის მხარეს უფლება აქვს ერთი თვის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება. გავრცელებული ცნობით, მისი ადვოკატები ამ უფლების გამოყენებას აპირებენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button