skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების ბრალდებებს პროვოკაციად აფასებს

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ კეხვში რუსმა სამშვიდობოებმა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება-ტროტილი აღმოაჩინეს. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაღმი ქართული მხარის მიერ იყო ჩადებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ “დეზინფორმაციას” მორიგ პროვოკაციად აფასებს. 


“ქართულ მხარეს ამ ნაღმის არსებობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ზედმეტია საუბარი რაიმე პროვოკაციის მოწყობაზე და დესტაბილიზაციაზე კონფლიქტის ზონაში. ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის“, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროში.
 
სამინისტროში ასევე აბსურდულს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს ცხინვალის რეგიონის მახლობლად სოფელ აგარაში სამხრეთ ოსეთში შეჭრის მიზნით ქართული მხარე სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს.
 
“სამხედრო წვრთნების გამართვა დაგეგმილი არ არის და ეს დეზინფორმაციაა”, აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button