ახალი ამბებიწერილები

საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი წყალდიდობითა და მეწყერით დაზარალებული სვანეთის რეგიონის გადაუდებელ დახმარებას უზრუნველყოფს

29 ივლისი 2004

15-17 ივლისს ზემო სვანეთის მესტიის რაიონში მძიმე წვიმებისა და მეწყერის შემდგომ, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი იქნა მობილიზებული და პირველადი სიტუაციის და საჭიროებათა  შეფასების მისია განხორციელდა. 21-23 ივლისს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა და ესპანური არასამთავრობო ორგანიზაცია, ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის სახელით გაემგაზვრნენ სვანეთში ამ მისიის განსახორციელებლად რომელიც მესტიის რაიონის ადგილობრივ მმართველობასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის მიერ განხორციელებული შეფასება მესტიაში, იფარში, მულახში, წვირმში, ლატალსა და ლენჯერში განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, მოსავლის 85%განადგურებულია, ადგილობრივი მოსახლეობა მსხვილფეხა საქონლისათვის საკვების ნაკლებობას განიცდის, ინფრასტრუქტურა ძლიერ დაზიანებულია და უმეტესობა გზებისა და ხიდებისა ისევე როგორც საცხოვრებელი სახლები დანგრეული ან დაზიანებულია. დამატებით, ქეარ ინთერნეიშენალმა (CARE), როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის წევრმა, 27 ივლისს რეგიონში ინფრასტუქტურის ზარალის სრული შეფასება/აღრიცხვა წამოიწყო. შედეგები დაახლოებით ერთი კვირის ვადაში იქნება ხელმისაწვდომი.

შეფასების წინასწარი მონაცემებით დაზარალებული მოსახლეობის აუცილებელი სასურსათო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მსოფლიო სასურსათო პროგრამამ 3 სოფლის: იფარის, წვირმისა და მულახის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის (ბენეფიციარების სრული რაოდენობა 1986) 2 თვის კვების რაციონი უზრუნველყო (ხორბლის ფქვილი და ბოსტნეულის ზეთი, სულ 44,685კგ).

დახმარების პირველი პარტია სვანეთში, იფარსა და წვირმში, 25 ივლისს გაიგზავნა. განაწილება ადგილობრივ მმართველობასთან კონსულტაციის გზით მოხდა და პროცესის მონიტორინგს ორგანიზაცია «ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ» წარმომადგენლები უწევდნენ. სამწუხაროდ, მულახთან მიმავალი გზის გასუფთავებასთან შექმნილი პრობლემების გამო მსოფლიო სასურსათო პროგრამის ამ სოფლისათვის გათვალისწინებული დახმარება მხოლოდ 28 ივლისს ჩავიდა.

საგანგებო მდგომარეობის შეფასების ანგარიშში, ხაზგასმულია დახმარების გადაუდებელი საჭიროება, რაც აუცილებელ სასურსათო დახმარებას და ძირითადი ინფრასტრუქტურის (გზები, ხიდები, სახლები) ზამთრის სეზონამდე შეკეთებას მოიცავს. ასევე საჭიროა (მომავალ 3 თვეში) უფრო გრძელვადიანი დახმარება, რაც სასოფლო სამეურნეო პროდუქციას, ძირითადად მომავალი გაზაფხულის სამეურნეო სეზონისთივს კარტოფილის თესლით მომარაგებას გულისხმობს. ასევე აუცილებელია სასოფლო სამეურნეო მიწების რეაბილიტაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოება,  და აგრეთვე ინფრასტურქტურის რეაბილიტაცია.  

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა დახმარებოდა ამ სტიქიური უბედურებით გამოწვეული შედეგების დაძლევაში. საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი და მისი წევრი სააგენტოები შეეცდებიან ადგილზე არსებული რესურსებით სათანადო დახმარება გაუწიონ რეგიონს ან მოითხოვონ დამატებითი რესურსები საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით.

საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი შეიქმნა 2001 წლის დეკემბერში. ჯგუფი შედგება საქართველოში მოქმედი გაეროს სააგენტოების, რამოდენიმე დაინტერესებული დონორისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფს ხელმძღვანელობს გაეროს მუდმივი და ჰუმანიტარული კოორდინატორი.

საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის უპირველესი მიზანია, სათანადოდ მოემზადოს და ხელი შეუწყოს სწრაფ, ეფექტურ და ერთობლივ რეაგირებას გაეროს სისტემისა და წევრი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უბედური შემთხვევების/საგანგებო სიტუაციების დროს. ჯგუფი ეხმარება საერთაშორისო დახმარების მიმღებ მთავრობას გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და უბედური შემთხვევის შედეგების შემსუბუქების კოორდინირებაში.

Related Articles

Back to top button