ახალი ამბები

სოროსის ფონდის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცხინვალში დააკავეს

15 ივლისს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს დირექტორი დავით დარჩიაშვილი და არასამთვარობო სექტორის კიდევ ორი წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროებამ ცხინვალში დააკავა.


ექვსსაათიანი დაკითხვის შემდეგ სამივე მათგანი მოგვიანებით გაანათვისუფლეს.


“ჩვენ ცხინვალში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შესახვედრად გავემგზავრეთ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობის გამო შეხვედრა ჩაიშალა. სამხრეთ ოსური მხარე ჩვენ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა რამოდენიმე საათის მანძილზე მაინც დაგვაკავეს”, განუცხადა ჟურნალისტებს დავით დარჩიაშვილმა განთავისუფლების შემდგომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button