ახალი ამბები

მოსკოვი რუსული ჰუმანიტარული ტვირთის დაკავებას აპროტესტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 13 ივლისს სპეციალური განცხადებით ოპერატიულად გამოეხმაურა ერგნეთის საგუშაგოზე ქართული მხარის მიერ რუსეთის საგანგებო დავალებათა სამინისტროს მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთში გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის დაკავების ფაქტს.


“სახეზეა უკვე საბაზისო შეთანხმების დარღვევის ფაქტი, რომელსაც ხელი 1992 წლის 24 ივნისს მოეწერა. კერძოდ, საუბარია შეთანხმების მე-4 მუხლზე, სადაც მხარეები “ეკონომიკური სანქციების გამოყენებას დაუშვებლად მიიჩნევენ, ასევე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ყველა პირობა მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად”, ნათქვამია განცხადებაში.


ქართული მხარე “პრეზიდენტ პუტინის საჩუქარის”- ჰუმანიტარული ტვირთის დაკავების მოტივად, რომელზეც რუსულმა მხარემ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, საბაჟო პროცედურების ჩატარებას ასახელებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარე სპეციალური ნოტით ჯერ კიდევ 9 ივლისს გააფრთხილა საქართველოში რუსეთის საელჩომ  ჰუმანიტარული დახმარებების დაწყების შესახებ.


“რუსული მხარე აცხადებს პროტესტს საგანგებო დავალებათა სამინისტროს ჰუმანიტარული კოლონის დაკავების გამო და საქართველოს ხელისუფლებისაგან  მოითხოვს დაუყოვნებლივ გაატაროს კოლონა დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად”, ნათქვამია განცხადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button