ახალი ამბები

“ვნეშტორგბანკი“ “გაერთიანებული ქართული ბანკის“ საწესდებო კაბიტალში საკუთარ წილს დებს

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის „ვნეშტორგბანკისა“ და „გაერთიანებულ ქართულ ბანკის“ წარმომადგენლებს შორის მიღწეულია შეთანხმება საწესდებო კაპიტალში რუსული ბანკის წილის შეტანის თაობაზე.


მოლაპარაკებების გამართვის მიზნით თბილისში 26-27 მაისს იმყოფებოდა „ვნეშტორგბანკის“ პრეზიდენტის პირველი მოადგილე ვადიმ ლევინი, რომელიც შეხვდა საქრთველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას. იგი ასევე დაესწრო 28 მაისს ქართველ და რუს ბიზნესმენთა ერთობლივ ეკონომიკურ ფორუმს.


„გაერთიანებულ ქართულ ბანკსა“ და „ვნეშტორგბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ეკონომიკურ ფორუმზე კომენტარი გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელთა განცხადებით ორ ბანკს შორის მიღწეული შეთანხმება მომავალში ხელს შეუწყობს რუსული კაპიტალის მოზიდვას.


“გაერთიანებულ ქართულ ბანკს“ მსხვილ კომერციულ ბანკთა ათეულში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.


 

Back to top button