ახალი ამბები

„აირზენასა“ და „აეროფლოტს“ შორის თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ქართულ ავიაკომპანია „აირზენასა“ და რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომავალი თანამშრომლობის შესახებ.


“მხარეებს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია, მაგრამ კონკრეტული შეთანხმებები ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის. ცნობილია ის, რომ “აეროფლოტს” სურს დახმარება გაუწიოს “აირზენას“, განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას  „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა გაბადაძემ.


იგი უარყოფს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს “აეროფლოტი“  “საქართველოს ავიახაზების” აქციათა პაკეტის 100%-ს ყიდულობს. „ინფორმაცია იმის თაობაზე თითქოს საქართველოს ავიახაზების აქციათა შესყიდვა მიმდინარეობს არ დასტურდება. ეს კომპანია უკვე გაბანკროტებულია“, აცხადებს თეა გაბადაძე.


„აეროფლოტსა“ და „აირზენას“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე განცხადება თბილისში 28 მაისს ქართველ და რუს ბიზნესმენთა ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთდა.

Back to top button