ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო ათასწლეულის დახმარების პროგრამის ფარგლებში 500 მილიონ დოლარს მიიღებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 მაისს საქართველო-რუსეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ათასწლეულის დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს სამი წლის განმავლობაში.


“ამ დახმარების უდიდესი ნაწილი სახელმწიფო აპარატის რეფორმირებას და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება“, განაცხადა პრეზიდენტმა.


ეკონომიკური დახმარების პროგრამაში 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას . მათ შორის არიან სომხეთი, ბენინი, ბოლივია, კაპო ვერდე, საქართველო, განა, ჰონდურასი, ლესოტო, მადაგასკარი, მალი, მონგოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, სენეგალი, შრი ლანკა და ვანუატუ.  


პროგრამის გრანტები ენიჭებათ მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო კომპანიებს, რაც გამოყენებულ იქნება მმართველობის გასაუმჯობესებლად, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებებისთვის, ასევე კერძო და სამეწარმეო სექტორის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის,  ჯანმრთელობისა და განათლების ხელშეწყობისათვის.


 

Back to top button