
რუსეთისადმი საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხი კვლავ მოუგვარებელია
საქართველოს ოფიციალურ პირთა განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოში ფონდის დახმარების პროგრამების აღდგენის თაობაზე 26 მაისს დაგეგმილი განხილვა ერთი კვირით გადადო.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა ვერ წარადგინა დასტური სავალუტო ფონდში რუსეთისადმი საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე.
„შეთანხმება რუსეთის მიმართ საქართველოს ვალის ჩამოწერის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული. თუმცა, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, რუსეთმა ვერ შეძლო დროულად წარედგინა თავისი ოფიციალური დასტური ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე“, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ 27 მაისს.
ვალის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, რუსეთი აღარ იქნება დაბრკოლება პარიზის კლუბში საქართველოს ვალების გადავადების საკითხის განხილვისას.
თუმცა რუსეთი საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, საქართველოს მიმართ რუსეთის „ვნეშეკონომბანკის“ 50-მილიონიანი ვალის ჩამოწერას ითხოვს. როგორც აღმოჩნდა, ეს ვალი არ იყო გათვალისიწნებული ე.წ “ნულოვან ვარიანტში”, რომელიც პარლამენტმა 2001 წელს მიიღო და რომლითაც რუსეთ-საქართველოს შორის საბჟოთა პერიოდის დროინდელი ფინანსური ვალდებულებები გადაიხედა.