
ახალი ამბები
რუსი ბიზნესმენები საქართველოში საინვესტიციო პერსპექტივებს განიხილავენ
რუს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც დღეს თბილისში ჩამოდის, 28-29 მაისს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის ბიზნეს-ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმში რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი გერმან გრეფიც მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუს ბიზნესმენებს საქართველოში, კერძოდ აჭარაში, ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხელსაყრელ საინვისტიციო კლიმატს შეუქმნის მათ ქვეყანაში.
ეკონომიკური თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 24-26 მაისს მოსკოვში ვიზიტის დროს განიხილა.