
ახალი ამბები
თიანეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თიანეთის რაიონში 27 მაისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ერთი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა.
ოფიციალური ინფორმაციით, წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას, დაიკარგა პირუტყვი და განადგურდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას განსაზღვრავს.