
ახალი ამბები
რუსეთი საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციაზე დათანხმდა
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მოსკოვში ვიზიტის დროს შეთანხმებას მიაღწია თავის რუს კოლეგასთან მიხეილ ფრადკოვთან, რაც რუსეთისადმი საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს.
სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება დაეხმარება საქართველოს უახლოეს მომავალში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების აღდგენაში.