
ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
„საქართველოს რკინიგზის“ უფროსის თანამდებობაზე დავით ონოფრიშვილი დაინიშნა.
მისი წინამორბედი ლევან ვარშალომიძე ამჟამად აჭარის დროებით საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელობს.
დავით ონოფრიშვილს 1998-2000 წლებში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი ამერიკის შეერთებული შტატების ვანდერბილტის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს.