ახალი ამბები

შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულზე თავდასხმა მოხდა

შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულზე მიხეილ ქარელზე 24 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად თავდასხმა მოხდა.


მიხეილ ქარელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ოსეთის პოლიციის ფორმებში ჩაცმულმა  რამოდენიმე შეიარაღებულმა პირმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.


„ეს თავდასხმა გამოიწვია იმ მწვავე ბრძოლამ, რომელიც ჩვენ კონტრაბანდას გამოვუცხადეთ“, განაცხადა ქარელმა.


 

Back to top button