
ახალი ამბები
საქართველო-თურქეთის საზღვარზე საბაჟო პროცედურები მარტივდება
თურქეთში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბაჟო პროცედურების გამარტივების ბრძანება გასცა 24 მაისს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მონახულების დროს.
შედეგად ცალკეული საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომლის გადალახვაც მოქალაქეებს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას უხდებოდათ, საერთოდ გაუქმდება.
სტამბოლში, თურქეთის ბიზნესწრეებთან შეხვედრაზე 21 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმი და საბაჟო პროცედურები საქართველოსა და თურქეთს შორის საგრძნობლად გამარტივდება.