
მმართველმა პარტიამ ცხინვალის რეგიონის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ერთობა“ საპარლამენტო ადგილების უმეტესობა მოიპოვა.
ოფიციალური თბილისი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, გმობს არჩევნებს და მას არაკანონიერად მიიჩნევს.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში კომუნისტურმა პარტიამაც მოიპოვა ადგილები.
34 ადგილიდან 4 ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ეკუთვნით, თუმცა, როგორც წინა არჩევნების დროს, ეს ადგილები კვლავ ვაკანტურია, რადგანაც ეთნიკური ქართველები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
„ერთობა რუსეთთან“ – ეს იყო მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგი, რომელსაც სათავეში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი უდგას.
„ჩვენი მიზანია რუსეთის ფედერაციასთან შეერთება და ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს“, განუცხადა ედუარდ კოკოითმა ჟურნალისტებს 23 მაისს.