ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით 24 მაისს ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ჟვანიასთან ერთად მოსკოვში  გაემგზავრნენ შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის პრემიერ-მინისტრთან მიხეილ ფრადკოვთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან.


სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ გამგზავრების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს კონფლიქტურ ზონებში  არსებული ვითარებაც იქნება განხილული. 

Back to top button