ახალი ამბები

გენპროკურატურა 2001 წელს კოდორში გელაევის დაჯგუფების გადასვლის საქმეს გამოიძიებს

სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ მიმართა გენერალურ პროკურატურას თხოვნით დაიწყოს 2001 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის შეიარაღებული ჯგუფის კოდორის ხეობაში საიდუმლო  გადასვლის გამოძიება.


„ეს იყო საბოტაჟი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ 20 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, მას შემდეგ, რაც იგი დაბრუნდა სოხუმიდან, სადაც იგი აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავდა.


გელაევის ჯგუფის პანკისის ხეობიდან კოდორის ხეობაში უეცარი გადასვლა, რომელიც პანკისიდან 500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საიდუმლოებით არის მოცული.


ქართული მედიის ვარაუდით, სახელმწიფომ შეუწყო ხელი ჩეჩენ მებრძოლებს პანკისის ხეობიდან კოდორში გადასვლაში. ისინი ამაში ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციას და კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ.


შეიარაღებულ ჩეჩენ ჯგუფებს, რომელთაც მოგვიანებით ადგილობრივი ქართველი პარტიზანებიც შეურთდნენ,  და აფხაზეთის სამართალდამცავებს შორის შეტაკება, რომელიც  2001 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო კოდორში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button