ახალი ამბები

სააკაშვილი თურქეთში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიემგზავრება.


თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიას“ ცნობით, სააკაშვილი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თავის კოლეგას აჰმედ ნეჯეთ სეზერს შეხვდება. მოლაპარაკებების შემდეგ სააკაშვილი და სეზერი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.


ვიზიტის მეორე დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრის მოადგილეს აბდულა გიულს  შეხვდება, რის შემდეგაც იგი ანკარადან სტამბულში გაემგზავრება.


ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ურთიერთთანამშრომლობისა და რეგიონალური საკითხები. 

Back to top button