skip to content
ახალი ამბები

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში ჩამოდის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჟან ლემერი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, 19 მაისს თბილისში ჩამოვა.


ვიზიტის მიზანია ბანკის ახალი ინიციატივის წარდგენა, რომელიც მიზნად ისახავს უღარიბესი ქვეყნების დახმარებას. მათ შორის არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.


ვიზიტის ფარგლებში ჟან ლემერი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიზნად ისახავს კერძო სექტორის, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.


ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 700 მილიონი ევრო შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button